
სმარტ ბიზნეს ჰაბი (SBH) არის მრავალპროფილური საკონსულტაციო და აუთსორსინგული კომპანია, რომელიც ბიზნესის მფლობელებს სთავაზობს კომპლექსურ და პრაქტიკულ გადაწყვეტილებებს. ჩვენი გუნდი აერთიანებს ექსპერტებს იურიდიული, ფინანსური, HR და კომერციული მიმართულებებით.
რას ვთავაზობთ ბიზნესს
ჩვენი საქმიანობის მთავარი პრინციპია 360° მხარდაჭერა. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვფარავთ ბიზნესის საოპერაციო ციკლის ყველა ეტაპს.
ჩვენი მისია და ღირებულებები
SBH-ის მისიაა, გაათავისუფლოს ბიზნესი დამღლელი საოპერაციო რუტინისგან. ჩვენ გვჯერა, რომ ბიზნესის მფლობელმა დრო სტრატეგიულ განვითარებას უნდა დაუთმონ, ხოლო დანარჩენი ჩვენ უნდა მოგვანდონ.
პარტნიორი
წლიანი გამოცდილება
[ სერვისები ]
ჩვენი საქმიანობის მთავარი პრინციპია 360° მხარდაჭერა. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვფარავთ ბიზნესის საოპერაციო ციკლის ყველა ეტაპს.
[ შეფასებები ]
რას ამბობენ ჩვენზე
გაეცანით იმ ადამიანებისა და ორგანიზაციების გამოცდილებას, რომლებმაც ისარგებლეს ჩვენი მომსახურებით.
„ჩვენთვის, როგორც სწრაფად მზარდი ვიტამინებისა და საკვები დანამატების კომპანიისთვის, ფინანსური სიზუსტე და რეგულაციებთან შესაბამისობა ჩვენი ოპერაციებისათვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. Smart Business Hub მართავს ჩვენს ბუღალტერიას, საგადასახადო რეპორტინგსა და ფინანსურ სტრუქტურირებას განსაკუთრებული სიზუსტითა და სანდოობით. რაც მათ ნამდვილად გამოარჩევს, არის მათი პროაქტიული მიდგომა — ისინი მხოლოდ ციფრების დამუშავებით არ შემოიფარგლებიან; გვთავაზობენ ანალიტიკურ ხედვას, რომელიც გვეხმარება მარაგების დაგეგმვაში, ფულადი ნაკადების ოპტიმიზაციაში და ბიზნესის მდგრადად ზრდაში.“
მიხეილ წიქვაძე
მმართველი პარტნიორი, Vitamin Gold
“Miilsberry მოცვის მწარბოებელი და ექსპორტიორი კომპანიაა. საერთაშორისო ბაზრებზე მუშაობისას ფინანსური დისციპლინა და კონტროლი გადამწყვეტია. Smart Business Hub ჩვენი სანდო პარტნიორია და უზრუნველყოფს ბუღალტერიის და საგადასახადო პროცესების გამართულობას, სიზუსტეს და სრულ გამჭვირვალობას.”
ილია დემურია
მმართველი პარტნიორი, Millsberry
„Smart Business Hub-ს ვუწევთ რეკომენდაციას, როგორც სანდო პარტნიორს. ჩვენ ბიზნესის დაწყებიდანვე ვთანამშრომლობთ გუნდთან და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მხოლოდ პოზიტიური გამოცდილება გვაქვს. განსაკუთრებით ვაფასებთ გამართულ პროცესებს, სტრუქტურირებულ მიდგომას და ყველა დავალებისა და ვალდებულების დროულ შესრულებას. როდესაც წარმოიშვება საკითხები, რომლებიც სწრაფ გადაწყვეტილებას საჭიროებს, კომპანიის გუნდი ყოველთვის ხელმისაწვდომია. კომუნიკაცია არის გამჭვირვალე, ხოლო გადაწყვეტილებები გასაგებად არის ახსნილი, რაც ჩვენთვის პრიორიტეტულია.“
ნინო ვაჩეიშვილი
მმართველი პარტნიორი, A Clinic Geo
“ჩვენ, სამშენებლო და სარემონტო კომპანია, ვმუშაობთ კომპლექსურ ბიუჯეტებთან, მრავალ პროექტზე მკაცრი ვადებით. Smart Business Hub გვაწვდის სანდო საბუღალტრო და საგადასახადო მხარდაჭერას, რაც უზრუნველყოფს სრულ ფინანსურ კონტროლს. მათი გუნდი კარგად აცნობიერებს ჩვენი ინდუსტრიის სპეციფიკას და გვაძლევს საშუალებას, ფინანსური ადმინისტრირების ნაცვლად სრულად პროექტების განხორციელებაზე გავამახვილოთ ყურადღება.”
იბრაგიმ შამაევი
მმართველი პარტნიორი, Lamro Industry
„Smart Business Hub-თან თანამშრომლობა iTechnics-ისა და Mstore-ისთვის მხოლოდ HR მომსახურება არ ყოფილა — ეს იყო ზრდაზე ორიენტირებული თანამშრომლობა. მათ არა მხოლოდ ეფექტურად მართეს ყველა HR პროცესი, არამედ სტრატეგიული წვლილი შეიტანეს კორპორატიული კულტურის გაძლიერებასა და ტალანტების განვითარების მიმართულებით. Smart Business Hub არის პარტნიორი, რომელსაც ესმის ბიზნესის საჭიროებები.“
სალომე გუგეშაშვილი
დირექტორი, iTechnics & Mstore
“ფინანსური ინფორმაცია მხოლოდ მაშინ არის ღირებული, როდესაც ის სწორად არის გადმოცემული. Smart Business Hub-ის გუნდს აქვს ძლიერი უნარი, მარტივად და გასაგებად ახსნას რიცხვები, რისკები და მათი გავლენა ისე, რომ ხელი შეუწყოს მენეჯმენტის გადაწყვეტილებების მიღებას. მათთან კომუნიკაცია არის გამჭვირვალე და დროული.”
ტალალ ვეჰბე
მმართველი პარტნიორი, Hotel Faskunji Residence










